ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 17:00 საათის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით, ამომრჩეველთა აქტივობა 50.6 %-ს შეადგენს, რაც ჯამში 1 768 816 ამომრჩეველია.
რეგიონების მიხედვით აქტივობა ასე გადანაწილდა:
სამეგრელო-ზემო სვანეთი - 160 651; თბილისი 540 549; კახეთი 151 339; მცხეთა-მთიანეთი - 46132; ქვემო ქართლი - 169 472; შიდა ქართლი - 119 444; სამცხე-ჯავახეთი - 75 207; რაჭა ლეჩხუმი - 17 989; იმერეთი - 264 496; გურია - 55 304; აჭარა - 168 233.