ცნობილია ვის გაეზრდება 1-ელი მაისიდან პენსია

ცნობილია ვის გაეზრდება 1-ელი მაისიდან პენსია

07-03-2024 05:39
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დღეს არსებული 560-ლარიანი ლიმიტი 1000 ლარამდე იზრდება და ხოლო ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში დადგენილი ყოველთვიური კომპენსაციის ოდენობა 1000 ლარის ნაცვლად იქნება 1200 ლარი.

გარდა ამისა, შესაძლებელი გახდება საგანგებო სიტუაციების მართვის სახანძრო ან/და სამაშველო სამსახურებში/დანაყოფებში მუშაობის პერიოდი ჩაითვალოს ნამსახურობის ვადაში.

შესაბამისი ცვლილებები შედის „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონში, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით დღეს მიიღო. დეპუტატებმა 75 ხმით მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ ცვლილებებს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, „დაახლოებით 45 მლნ. ლარით გაიზრდება ამ მიმართულებით სახელმწიფო ბიუჯეტი და კანონპროექტის ამოქმედება იგეგმება 2024 წლის 1-ელი მაისიდან“.

ცვლილებების შესახებ პროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ სამხედრო წოდებისა და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირების კომპენსაციის გაანგარიშებისათვის დღეისათვის დადგენილი ფულადი სარგოს ოდენობის გაზრდის შედეგად კანონპროექტის მიღება ფინანსური თვალსაზრისით გავლენას მოახდენს აღნიშნული უფლებით მოსარგებლე პირებზე, კერძოდ:

პოსტი ნახა: 27068


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!