ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი კავლელაშვილს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება

ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი კავლელაშვილს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება

18-01-2024 07:40
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

ვარკეთილში, ცოლის, ქეთევან ედიბერიძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი კავლელაშვილს ფსიქიატრიული ექსპერტიზისთვის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ფსიქიატრიული ექსპერტიზის დაწესებულებაში გადაიყვანენ.

აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაკავებულის ადვოკატმა გიორგი მდინარაძემ განუცხადა.

ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნის შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს პროკურატურამ მიმართა. აღნიშნულ შუამდგომლობას დაეთანხმა მათ შორის, ბრალდებულიც. მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

გიორგი კავლელაშვილი ახლა გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაშია მოთავსებული, ის „ნიუ ჰოსპიტალსიდან“ გამოწერის შემდეგ იქ გადაიყვანეს.

თუ როდის მოთავსდება ბრალდებული ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩასატარებლად შესაბამის დაწესებულებაში, ეს უცნობია. სწორედ, აღნიშნულმა ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, იყო თუ არა გიორგი კავლელაშვილი შესაძლო დანაშაულის ჩადენის მომენტში შერაცხადი.

ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, ვარკეთილში, გიორგი კავლელაშვილმა ცოლი, ქეთევან ედიბერიძე მოკლა. ბრალდებულმა მეუღლეს დანით, სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოსტი ნახა: 212


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!