უახლოეს პერიოდში ჯანდაცვის სამინისტრო ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებს ადრეულ კვლევებსაც დაუფინანსებს - ზურაბ აზარაშვილი

უახლოეს პერიოდში ჯანდაცვის სამინისტრო ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებს ადრეულ კვლევებსაც დაუფინანსებს - ზურაბ აზარაშვილი

05-02-2024 10:25
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე მოქალაქეების საჭიროებების გათვალისწინებას. გასული წლიდან, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ფინანსდება ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპიის, ასევე ონკოქირურგიის სერვისები , - აღნიშნულის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა, საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდში, უწყება, ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებს, ადრეულ კვლევებსაც დაუფინანსებს.

ზურაბ აზარაშვილმა ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების, საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით, საერთაშორისო თანამშრომლობა საფუძველს ჩაუყრის საქართველოში ბავშვთა ონკოლოგიის სერვისის განვითარებას.

მისივე თქმით, სამინისტრომ დაიწყო მუშაობა პროექტზე, რომელიც უცხოეთის წამყვან კლინიკებში, ონკოლოგიის მიმართულებით, ახალგაზრდა ექიმების გადამზადებას გულისხმობს.

„უნდა აღინიშნოს 2023 წელს დაწყებული ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა, რომლის ფარგლებში ბავშვებისთვის ხარისხიანი და მაღალტექნოლოგიური მომსახურებები იფარება ესპანეთის, ისრაელისა და თურქეთის პარტნიორ 6 კლინიკაში. პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე, პროგრამით ისარგებლა ან მომსახურების პროცესშია, ჯამში, 50 პატარა პაციენტი“, - გამაცხადა ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა.

პოსტი ნახა: 189


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!