ვიდეოჩანაწერის უკანონოდ დამზადებისა და გავრცელების ფაქტზე გამოძიება დანაშაულის ნიშნებით დაიწყო - სპეციალური საგამოძიებო სამსახური

ვიდეოჩანაწერის უკანონოდ დამზადებისა და გავრცელების ფაქტზე გამოძიება დანაშაულის ნიშნებით დაიწყო - სპეციალური საგამოძიებო სამსახური

11-12-2023 13:42
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ბაბი კირკიტაძის საქმესთან დაკავშირებიტ ინფორმაციას ავრცელებს - უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლით მიმდინარეობს.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2023 წლის 11 დეკემბერს, ბაბი კირკიტაძესთან დაკავშირებული, ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული ვიდეოჩანაწერის უკანონოდ დამზადებისა და გავრცელების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.  

სპეციალური საგამოძიებო სამსახური, სწრაფი და ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად,  ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ჩაატარებს." - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთმომღერალი საგამოძიებო უწყებაში მას შემდეგ დაიბარეს, რაც საჯაროდ დაწერა, რომ ღირსების შემლახავი კადრები გაუვრცელეს. კოკა კაციტაძის უწყებაში ის ადვოკატთან ერთად მივიდა. ჟურნალისტებს კი უთხრა, რომ კადრები, რომელიც რამდენიმე სოციალურ პლატფორმაზე ატვირთეს, მრავალჯერადად დამონტაჟებულია.

პოსტი ნახა: 219


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!