„ვივამედის“ კლინიკური დირექტორი - მიხეილ სააკაშვილის პირობები პალატაში არ გაუარესებულა - აქამდე ოროთახიანი ლუქსში იყო, ახლა არის სამოთახიან ლუქსში

„ვივამედის“ კლინიკური დირექტორი - მიხეილ სააკაშვილის პირობები პალატაში არ გაუარესებულა - აქამდე ოროთახიანი ლუქსში იყო, ახლა არის სამოთახიან ლუქსში

05-08-2024 07:10

მიხეილ სააკაშვილის პირობები პალატაში არ არის გაუარესებული - აქამდე ოროთახიანი ლუქსში იყო, ახლა არის სამოთახიან ლუქსში, - ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისივე თქმით, კლინიკაში მიმდინარე სტრუქტურული ცვლილებების გამო გახდა საჭირო პალატის ცვლილება.

„კლინიკაში მიმდინარე სტრუქტურული ცვლილებებიდან გამომდინარე, ახალი დეპარტამენტი დაგვემატა და დაგვჭირდა ის სართული, სადაც პაციენტი, მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა. შესაბამისად, პალატა შეიცვალა. ბევრად გაუმჯობესებულ პირობებშია, არანაირად არ არის გაუარესებული, აქამდე ოროთახიანი ლუქსში იყო, ახლა არის სამოთახიან ლუქსში“,- აღნიშნა ჩხაიძემ.

ინფორმაციისთვის, „ვივამედის“ კლინიკაში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პალატის ცვლილების შესახებ ინფორმაცია, დედამ, გიული ალსანიამ გაავრცელა. ის აღნიშნავდა, რომ „ახალ პირობებში ტელევიზორი არ ჰქონდა“.

პოსტი ნახა: 59


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!