ჟურნალისტური ეთიკის ქარტია - ეკა კვესიტაძემ დაარღვია ქარტიის 1-ელი, მე-5 და მე-8 პრინციპი

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია - ეკა კვესიტაძემ დაარღვია ქარტიის 1-ელი, მე-5 და მე-8 პრინციპი

23-07-2024 07:50

ეთიკის ქარტიის საბჭომ “მთავარი არხის” ჟურნალისტის, ეკა კვესიტაძის წინააღმდეგ, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადება განიხილა. ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო მასალაში ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის 1-ლი, მე-5 და მე-8 პრინციპები, - ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ავრცელებს.

„9 ივნისს, ქარტიის საბჭომ “მთავარი არხის” ჟურნალისტის, ეკა კვესიტაძის წინააღმდეგ, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადება განიხილა.

სადავო მასალა ეთერში 2024 წლის 2 აპრილს გავიდა. განმცხადებელი მიუთითებს, რომ გადაცემაში „განსხვავებული აქცენტები“ ჟურნალისტმა ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის შესახებ ინფორმაცია მანიპულაციურად და არასწორად, გადამოწმების გარეშე გააშუქა, ასევე უგულებელყო ბავშვის უფლებების დაცვის პრინციპი.

მოპასუხე ჟურნალისტი სხდომას არ დასწრებია და არც თავისი შეპასუხება წარმოუდგენია წერილობით.

ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო მასალაში ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის 1-ლი, მე-5 და მე-8 პრინციპები”, - აღნიშნულია ქარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოსტი ნახა: 99


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!