COVID-19-ზე რეაგირებისთვის კლინიკების მოსამზადებლად წელს 2 მლნ დაიხარჯება

COVID-19-ზე რეაგირებისთვის კლინიკების მოსამზადებლად წელს 2 მლნ დაიხარჯება

20-03-2023 05:07
კატეგორიები: ახალი ამბები

სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვისთვის ჯანდაცვის სამინისტრო წელს 42.05 მლნ ლარს დახარჯავს.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 2023 წელს თანხა რამდენიმე მიმართულებით გადანაწილდება, მათ შორის, ყველაზე მეტი „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის“ მართვაში არსებული კლინიკების აღჭურვაზე დაიხარჯება. ამ მიზნით 15.892 მლნ ლარია გათვალისწინებული.

14 მლნ ლარი გამოიყოფა „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის“ ფუნქციონირებისათვის. მათ შორის, ავტოპარკის განახლებაზე 8 მლნ ლარი დაიხარჯება, 6 მლნ – საპროექტო/სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე.

„ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ ფუნქციონირების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად პროგრამით 8.18 მლნ ლარია გათვალისწინებული.

COVID-19-ზე რეაგირების საგანგებო ღონისძიებების უზრუნველსაყოფად, სამედიცინო დაწესებულებათა აღჭურვა/რეაბილიტაციაზე 2.05 მლნ ლარი იქნება მიმართული.
გასულ წელს ამ პროგრამისთვის 31.8 მლნ ლარი იყო გამოყოფილი.

პოსტი ნახა: 243


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!