100 დღეზე ნაკლებ პერიოდში ახალმა ადმინისტრაციამ იმდენი ზიანი და ნგრევა გამოიწვია, რომ გასაკვირია - ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ ჯო ბაიდენი სიტყვით პირველად გამოვიდა

100 დღეზე ნაკლებ პერიოდში ახალმა ადმინისტრაციამ იმდენი ზიანი და ნგრევა გამოიწვია, რომ გასაკვირია - ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ ჯო ბაიდენი სიტყვით პირველად გამოვიდა

16-04-2025 16:47
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 1102

ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ ჯო ბაიდენი სიტყვით პირველად გამოვიდა. ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა ახალი ადმინისტრაცია გააკრიტიკა. ბაიდენის თქმით, 100 დღეზე ნაკლებ დროში ახალმა ადმინისტრაციამ იმდენი ზიანი და ნგრევა გამოიწვია, რომ ეს გაოცებას იწვევს. ექსპრეზიდენტმა სოციალური დაცვის სისტემის ხარვეზებზე ისაუბრა.

"100 დღეზე ნაკლებ პერიოდში ამ ახალმა ადმინისტრაციამ იმდენი ზიანი და ნგრევა გამოიწვია, რომ ეს გასაკვირია. მათ ნაჯახი დაარტყეს სოციალური უზრუნველყოფის ფუნქციონირებას. ყოველდღიურად ათასობით ადამიანი სოციალური უზრუნველყოფის ვებგვერდს იყენებს, რომ გადაამოწმოს შეღავათები და განაცხადები წარადგინოს. თუმცა ახლა, სოციალური უზრუნველყოფის ადმინისტრაციის ტექნოლოგიური განყოფილება განახევრდა. შედეგად, ვებგვერდი იხურება. ადამიანებს არ შეუძლიათ საკუთარი ანგარიშებიდან გამოსვლა. ხალხნო, წარმოიდგინეთ, რა პანიკას იწვევს ეს", - აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი.



მსგავსი სიახლეები

04-05-2026 17:52

ევროპული დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო კვირების განმავლობაში კრემლში უპრეცედენტო სიმკაცრის უსაფრთხოების ზომები იქნა მიღებული, რადგან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაძლო გადატრიალებას ან მკვლელობის მცდელობას ელოდება. ეს და სხვა სენსიტიური დეტალები აღწერილია მოხსენებაში, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის სადაზვერვო სააგენტომ მოამზადა. გამოცემა „Важные истории“-ს (Important Stories) ჟურნალისტებმა, რომლებიც OCCRP-ის დიდი ხნის პარტნიორები არიან, დოკუმენტი სააგენტოსთან დაახლოებული სამთავრობო წყაროსგან მიიღეს და მასში მოყვანილი რამდენიმე მტკიცებულება დამოუკიდებლად გადაამოწმეს.

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე