ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი რელიგიურ ღონისძიებაზე მივიდა. ეს მისი პირველი საჯარო გამოჩენაა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ის „უსაფრთხო ადგილას იყო 12-დღიანი ომის პერიოდში“.
უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, ხამენეი ომის დროს წინასწარ ჩაწერილ შეტყობინებებს ავრცელებდა და არ ესწრებოდა საჯარო ღონისძიებებს.
ამასთან, მანამდე, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდირების სურვილი ჰქონდათ, თუმცა არა – შესაძლებლობა.
ისრაელმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია 13 ივნისს დაიწყო, რა დროსაც დარტყმები განახორციელა სამხედრო და ბირთვულ ობიექტებზე. პასუხად, ირანმა ისრაელზე რაკეტებითა და დრონებით იერიში მიიტანა