აიათოლა ალი ხამენეი - ისრაელმა მძიმე შეცდომა დაუშვა და უნდა დაისაჯოს

აიათოლა ალი ხამენეი - ისრაელმა მძიმე შეცდომა დაუშვა და უნდა დაისაჯოს

23-06-2025 12:08
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 526

ისრაელმა მძიმე შეცდომა დაუშვა და დიდი დანაშაული ჩაიდინა, ის უნდა დაისაჯოს, - ამის შესახებ ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის X -ის ანგარიშზე გამოქვეყნებულ პოსტშია აღნიშნული.

„სიონისტმა მტერმა მძიმე შეცდომა დაუშვა, ჩაიდინა დიდი დანაშაული; ის უნდა დაისაჯოს და ისჯება, ის ახლავე ისჯება“, - აღნიშნულია ხამენეის პოსტში.

შეგახსენებთ, შეერთებულმა შტატებმა გუშინ ირანში სამ ძირითად ბირთვულ ობიექტზე იერიში მიიტანა. შეტევა ფორდოუზე, ისპაჰანსა და ნათანზიზე განხორციელდა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე