ალექსანდრე ლუკაშენკო - ავტორიტარული სტილით მართვა არ მსურს, მაგრამ ჯერჯერობით სხვაგვარად არ გამოდის

ალექსანდრე ლუკაშენკო - ავტორიტარული სტილით მართვა არ მსურს, მაგრამ ჯერჯერობით სხვაგვარად არ გამოდის

28-08-2025 16:56
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 717

ავტორიტარული სტილით მართვა არ მსურს, მაგრამ ჯერჯერობით სხვაგვარად არ გამოდის, - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ მოგილევის ოლქში კარტოფილის წარმოების განვითარების შესახებ გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

„ავტორიტარული, დიქტატორული სტილით მართვა არ მსურს, მაგრამ ჯერჯერობით სხვაგვარად არ გამოდის“, - განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.

ამასთან, მისი თქმით, წელს კარტოფილზე ბელარუსის საზღვრებს გარეთ დიდი მოთხოვნა იქნება, მათ შორის რუსეთში.

„მოსავლის აღების კამპანია სრული დატვირთვით მიმდინარეობს. ყველაფერი, რაც მთავრობამ მოითხოვა შესრულებულია. ახლა შედეგი თქვენზეა დამოკიდებული“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.



მსგავსი სიახლეები

04-05-2026 17:52

ევროპული დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო კვირების განმავლობაში კრემლში უპრეცედენტო სიმკაცრის უსაფრთხოების ზომები იქნა მიღებული, რადგან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაძლო გადატრიალებას ან მკვლელობის მცდელობას ელოდება. ეს და სხვა სენსიტიური დეტალები აღწერილია მოხსენებაში, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის სადაზვერვო სააგენტომ მოამზადა. გამოცემა „Важные истории“-ს (Important Stories) ჟურნალისტებმა, რომლებიც OCCRP-ის დიდი ხნის პარტნიორები არიან, დოკუმენტი სააგენტოსთან დაახლოებული სამთავრობო წყაროსგან მიიღეს და მასში მოყვანილი რამდენიმე მტკიცებულება დამოუკიდებლად გადაამოწმეს.

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე