ალექსანდრე სტუბი - უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გაზაფხულამდე ნაკლებად სავარაუდოა

ალექსანდრე სტუბი - უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გაზაფხულამდე ნაკლებად სავარაუდოა

2 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 103

უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გაზაფხულამდე ნაკლებად სავარაუდოა და ევროპელმა მოკავშირეებმა მხარდაჭერა უნდა შეინარჩუნონ კორუფციასთან დაკავშირებული სკანდალის მიუხედავად, რომელმაც კიევი მოიცვა, - ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრე სტუბმა Associated Press-ს განუცხადა.

„დიდად ოპტიმისტურად არ ვარ განწყობილი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების მიმართ, სულ მცირე წელს მაინც“, - განაცხადა სტუბმა.

მისი თქმით, უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ევროპელმა ლიდერებმა უნდა გააძლიერონ ზეწოლა რუსეთსა და კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინზე, რათა მან სტრატეგიული აზროვნება შეცვალოს.

„პუტინს არსებითად სურს უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უარყოფა და ეს მიზნები არ შეცვლილა მას შემდეგ, რაც თითქმის ოთხი წლის წინ ომი დაიწყო“, - აღნიშნა სტუბმა.

მისი თქმით, რუსეთ-უკრაინის ომში ცეცხლის შეწყვეტის გზაზე სამი მთავარი საკითხია: უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები, მისი ეკონომიკის აღდგენა და ტერიტორიულ პრეტენზიებთან დაკავშირებით გარკვეული შეთანხმების მიღწევა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე