„ალტერნატივა გერმანიისთვის“ თანათავმჯდომარე - ფრიდრიხ მერცის მთავრობა უკრაინისთვის 5 მილიარდ დოლარად Patriot-ის ტიპის რაკეტების შეძენას გეგმავს

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ თანათავმჯდომარე - ფრიდრიხ მერცის მთავრობა უკრაინისთვის 5 მილიარდ დოლარად Patriot-ის ტიპის რაკეტების შეძენას გეგმავს

10 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 251

გერმანია გეგმავს დაახლოებით 5 მილიარდი ევროს დახარჯვას Patriot-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემებისთვის განკუთვნილი რაკეტების შეძენაზე, რომლებსაც ის უკრაინის არმიას გადასცემს, - უკრაინული მედიის ცნობით, ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) თანათავმჯდომარემ, ალის ვაიდელმა Tagesschau-სთან ინტერვიუში განაცხადა.

ვაიდელმა აღშფოთება გამოხატა იმის გამო, რომ ეს თანხა უკრაინის დახმარებას უნდა მოხმარდეს, მაშინ როცა, მისი თქმით, გერმანიის მთავრობას შეუძლო ელექტროენერგიის გადასახადის შემცირებაზე ან გაუქმებაზე დახარჯოს.

„ფრიდრიხ მერცის მთავრობა გერმანელი გადასახადის გადამხდელების ფულიდან 9 მილიარდ დოლარს აძლევს უკრაინას და ახლა 5 მილიარდად უკრაინისთვის Patriot-ის ტიპის რაკეტების შეძენა სურს. ეს უკვე არავის ესმის,“- აღნიშნა პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ თანათავმჯდომარემ.

უკრაინული მედია წერს, რომ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მკვეთრად კრიტიკულ პოზიციას იკავებს უკრაინისთვის დახმარების საკითხთან დაკავშირებით და ხშირად პრორუსულ ნარატივებს უწყობს ხელს და რომ მისი რიტორიკა და ქმედებები ეწინააღმდეგება გერმანიის მთავრობისა და გერმანული პარტიების უმეტესობის ზოგად კურსს.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე