„ამერიკის ხმის" ჟურნალისტებმა და მათმა პროფკავშირებმა ნიუ იორკის ფედერალურ საოლქო სასამართლოში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს

„ამერიკის ხმის" ჟურნალისტებმა და მათმა პროფკავშირებმა ნიუ იორკის ფედერალურ საოლქო სასამართლოში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს

22-03-2025 19:24
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 1165

„ამერიკის ხმის” ჟურნალისტებმა და მათმა პროფკავშირებმა ნიუ იორკის ფედერალურ საოლქო სასამართლოში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

ჟურნალისტები აცხადებენ, რომ აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებული საინფორმაციო სააგენტოების დახურვა არღვევს გამოხატვის თავისუფლების უფლებას, რომელიც გარანტირებულია კონსტიტუციის პირველი შესწორებით.

„მსოფლიოს ბევრ ნაწილში გაქრა ობიექტური ახალი ამბების მიწოდების უმნიშვნელოვანესი წყარო და ამ სიცარიელეს მხოლოდ ცენზურის ქვეშ მყოფი სახელმწიფო მედია შეავსებს“, – აღნიშნულია ჟურნალისტების განცხადებაში.

ორგანიზაციის, „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ დირექტორმა, კლეიტონ ვაიმერსმა განაცხადა, რომ ავტორიტარული რეჟიმები, როგორიცაა კრემლი და ჩინეთის კომუნისტური პარტია, ხმამაღლა მიესალმებიან „ამერიკის ხმის“ სიკვდილს.

ცნობისთვის, 15 მარტის საღამოს ცნობილი გახდა, რომ „ამერიკის ხმის“ თანამშრომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი „ადმინისტრაციულ“ შვებულებაში გაუშვეს, მათ შეუზღუდეს წვდომა ელფოსტაზე. ჟურნალისტებს არ აქვთ სამუშაოს შესრულების უფლება.
მედიის ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციამ ასევე შეატყობინა RFE/RL-ის („რადიო თავისუფალი ევროპა“/„რადიო თავისუფლება“) ქსელს დაფინანსების გაუქმების შესახებ. „რადიო თავისუფლებაში“ ამ გადაწყვეტილებას უწოდეს „საჩუქარი ამერიკის მტრებისთვის“.

 


მსგავსი სიახლეები

13 საათის წინ

ევროპული დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო კვირების განმავლობაში კრემლში უპრეცედენტო სიმკაცრის უსაფრთხოების ზომები იქნა მიღებული, რადგან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაძლო გადატრიალებას ან მკვლელობის მცდელობას ელოდება. ეს და სხვა სენსიტიური დეტალები აღწერილია მოხსენებაში, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის სადაზვერვო სააგენტომ მოამზადა. გამოცემა „Важные истории“-ს (Important Stories) ჟურნალისტებმა, რომლებიც OCCRP-ის დიდი ხნის პარტნიორები არიან, დოკუმენტი სააგენტოსთან დაახლოებული სამთავრობო წყაროსგან მიიღეს და მასში მოყვანილი რამდენიმე მტკიცებულება დამოუკიდებლად გადაამოწმეს.

14 საათის წინ

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. ინფორმაციას სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ავრცელებს. „გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან ერთად დღეს გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დეკლარაციით, ვხსნით ახალ და პერსპექტიულ თავს გაერთიანებულ სამეფოსა და სომხეთს შორის ურთიერთობებში, რომელიც საერთო ღირებულებებსა და გაძლიერებულ თანამშრომლობაზეა აგებული“, - აცხადებს ფაშინიანი.

14 საათის წინ

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე