აშშ-ის პრეზიდენტის ვაჟი დონალდ ტრამპ უმცროსი ბელგრადში სერბეთის პრეზიდენტს შეხვდა

აშშ-ის პრეზიდენტის ვაჟი დონალდ ტრამპ უმცროსი ბელგრადში სერბეთის პრეზიდენტს შეხვდა

11-03-2025 17:44
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 607

აშშ-ის პრეზიდენტის ვაჟი დონალდ ტრამპ უმცროსი ბელგრადში სერბეთის პრეზიდენტს, ალექსანდრ ვუჩიჩს შეხვდა. როგორც ვუჩიჩმა სოციალურ ქსელში დაწერა, აშშ-ის პრეზიდენტის შვილთან მან სერბეთსა და აშშ-ის შორის ორმხრივ ურთიერთობებზე და იმ მიმდინარე საკითხებზე ისაუბრა, რომლებიც განსაზღვრავს გლობალურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ სცენას.

სერბეთის პრეზიდენტის თქმით, მან ხაზი გაუსვა აშშ-სა და სერბეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობისა და ორმხრივი პროექტების მნიშვნელობას.

„ეს შეხვედრა არის ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებისა და გლობალური გამოწვევების გადასაჭრელად თანამშრომლობის მზადყოფნის სიმბოლო“, – აღნიშნა ვუჩიჩმა.

ეს ტრამპ უმცროსის მეორე ვიზიტია ბელგრადში ბოლო ექვსი თვის განმავლობაში. ის სერბეთის დედაქალაქში ასევე იმყოფებოდა გასული წლის სექტემბერში, დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის მიმდინარეობისას.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე