აშშ-ის სახაზინო მდივანი - დონალდ ტრამპი სი ძინპინთან შეხვედრას სამხრეთ კორეაში გეგმავს

აშშ-ის სახაზინო მდივანი - დონალდ ტრამპი სი ძინპინთან შეხვედრას სამხრეთ კორეაში გეგმავს

4 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 141

დონალდ ტრამპი სი ძინპინთან შეხვედრას სამხრეთ კორეაში გეგმავს, - ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა.

სკოტ ბესენტის ცნობით, აშშ-ისა და ჩინეთის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და სი ძინპინს შორის შეხვედრა სამხრეთ კორეაში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის ფარგლებში შედგება, რომელიც 31 ოქტომბერს - 1-ელ ნოემბერს გაიმართება.

„სიტუაციის დეესკალაცია მოვახდინეთ. პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ ტარიფები ძალაში 1-ელ ნოემბრამდე არ შევა. ის ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს კორეაში შეხვდება. მჯერა, რომ ეს შეხვედრა შედგება“, - განაცხადა სკოტ ბესენტმა.

შეგახსენებთ, აშშ-სა და ჩინეთს შორის ვაჭრობის საკითხებში ურთიერთობა გასულ კვირას, მას შემდეგ დაიძაბა, რაც ჩინეთმა იშვიათ მინერალებზე ექსპორტის კონტროლი გაამკაცრა. აღნიშნულის საპასუხოდ, დონალდ ტრამპმა ჩინეთის წინააღმდეგ დამატებით 100%-იანი ტარიფების დაწესების შესახებ გამოაცხადა, რომელიც ძალაში 2025 წლის 1-ელი ნოემბრიდან შევა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე