აშშ-მა ნარკოტერორისტების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია გამოაცხადა

აშშ-მა ნარკოტერორისტების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია გამოაცხადა

7 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 136

აშშ-ის ომის მინისტრმა, პიტ ჰეგსეთმა აშშ-ის ახალი სამხედრო ოპერაციის - „სამხრეთის შუბის“ - დაწყება გამოაცხადა.

ჰეგსეთის თქმით, ოპერაციის მიზანი დასავლეთ ნახევარსფეროში ნარკოტერორისტების განადგურებაა.

„პრეზიდენტმა ტრამპმა ბრძანა მოქმედება - და ომის დეპარტამენტი ახორციელებს. დღეს მე ვაცხადებ ოპერაცია „სამხრეთის შუბის“ შესახებ“, - დაწერა პენტაგონის ხელმძღვანელმა სოციალურ მედია პლატფორმა X-ზე.

მისი თქმით, ოპერაცია იცავს შეერთებულ შტატებს და ებრძვის ნარკოტერორისტებს.

„ეს მისია, რომელსაც ერთობლივი სამუშაო ჯგუფი „სამხრეთის შუბი“ და სამხრეთის სარდლობა ხელმძღვანელობენ, იცავს ჩვენს სამშობლოს, აშორებს ნარკოტერორისტებს ჩვენი ნახევარსფეროდან და იცავს ჩვენს სამშობლოს ნარკოტიკებისგან, რომლებიც კლავს ჩვენს ხალხს“, - დაწერა ჰეგსეთმა.

შეგახსენებთ, ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში, აშშ-მა კარიბის ზღვის აუზსა და წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში სამხედრო დარტყმები არაერთი ხომალდის წინააღმდეგ განახორციელა, იმ მოტივით, რომ ისინი „ნარკოტიკების გადამზიდავი ნავები“ იყვნენ. თავდასხმების შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე