აშშ-ში საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის რეიდების დროს ბოლო ორ დღეში დაახლოებით 1000 მიგრანტი დააკავეს

აშშ-ში საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის რეიდების დროს ბოლო ორ დღეში დაახლოებით 1000 მიგრანტი დააკავეს

28-01-2025 03:57
კატეგორიები: მსოფლიო

აშშ-ში საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის მიერ ჩატარებული რეიდების დროს, ბოლო ორი დღის განმავლობაში დაახლოებით 1000 მიგრანტი დააკავეს.

როგორც „სიენენი“ წერს, რეიდები განხორციელდა ატლანტაში, პუერტო რიკოში, ჩიკაგოში, ლოს ანჯელესსა და კოლორადოში.

ამასთან, „ფოქს ნიუსის“ ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უბიძგებს აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურს, გაზარდონ დაკავებების რაოდენობა დღეში რამდენიმე ასეულიდან, სულ მცირე, 1200-1500 ადამიანამდე.

პოსტი ნახა: 381


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე