აშშ-ში სატვირთო თვითმფრინავი ჩამოვარდა, დაიღუპა 4 ადამიანი და დაშავდა 11, არიან დაკარგულები

აშშ-ში სატვირთო თვითმფრინავი ჩამოვარდა, დაიღუპა 4 ადამიანი და დაშავდა 11, არიან დაკარგულები

05-11-2025 10:20
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 488

აშშ-ის კენტუკის შტატში, ლუისვილის საერთაშორისო აეროპორტში, აფრენის დროს UPS-ის სატვირთო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა.

ადგილობრივ ხელისუფლებაში ვარაუდობენ, რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება. დაშავებულია 11 ადამიანი, რაომდენიმე კი დაკარგულად მიიჩნევა.

ცეცხლმოკიდებული ნამსხვრევების შედეგად, აეროპორტთან ახლოს მდებარე შენობებს ხანძარი გაუჩნდა.

ჰავაისკენ მიმავალ თვითმფრინავს ჩამოვარდნის დროს 144 000 ლიტრი საწვავი გადაჰქონდა. წინასწარი გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია კატასტროფა.



მსგავსი სიახლეები

04-05-2026 17:52

ევროპული დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო კვირების განმავლობაში კრემლში უპრეცედენტო სიმკაცრის უსაფრთხოების ზომები იქნა მიღებული, რადგან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაძლო გადატრიალებას ან მკვლელობის მცდელობას ელოდება. ეს და სხვა სენსიტიური დეტალები აღწერილია მოხსენებაში, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის სადაზვერვო სააგენტომ მოამზადა. გამოცემა „Важные истории“-ს (Important Stories) ჟურნალისტებმა, რომლებიც OCCRP-ის დიდი ხნის პარტნიორები არიან, დოკუმენტი სააგენტოსთან დაახლოებული სამთავრობო წყაროსგან მიიღეს და მასში მოყვანილი რამდენიმე მტკიცებულება დამოუკიდებლად გადაამოწმეს.

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე