Associated Press - დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია USAID-ის საგარეო დახმარების გრანტების 90%-ზე მეტს აუქმებს

Associated Press - დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია USAID-ის საგარეო დახმარების გრანტების 90%-ზე მეტს აუქმებს

27-02-2025 14:51
კატეგორიები: მსოფლიო

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია USAID-ის საგარეო დახმარების გრანტების 90%-ზე მეტს აუქმებს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს.

სააგენტო Associated Press-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ თავისი გეგმები შიდა მემორანდუმსა და ფედერალურ სასამართლოში შეტანილ განაცხადში დააფიქსირა.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის განაცხადის თანახმად, ადმინისტრაცია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საგარეო დახმარების კონტრაქტების 90%-ზე მეტს და მთელი მსოფლიოს მასშტაბით 60 მილიარდი დოლარის ოდენობის აშშ-ის საგარეო დახმარებას აუქმებს.

„საერთო ჯამში, USAID-ის 5,800-მდე გრანტი გაუქმდა და 500-ზე მეტი შენარჩუნდა. შენარჩუნებული გრანტების მთლიანი ღირებულება დაახლოებით 57 მილიარდი დოლარია“, - ნათქვამია ადმინისტრაციის განაცხადში.

ამასთან, აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ფედერალური მოსამართლის, ამირ ალის ბრძანება დაბლოკა, რომელიც მიხედვითაც, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას 26 თებერვლის 23:59 საათამდე საგარეო დახმარების დაფინანსება უნდა აღედგინა.

პოსტი ნახა: 1054


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე