Associated Press - მიანმარში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 3 085-მდე გაიზარდა

Associated Press - მიანმარში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 3 085-მდე გაიზარდა

03-04-2025 13:46
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 896

მიანმარში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 3 085-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Associated Press-ი მიანმარის სამხედრო ხუნტაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მიანმარის სამხედრო ხუნტას ცნობით, ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 4 715-ს აღწევს, ხოლო 341 ადამიანი დაკარგულად ითვლება.

ამასთან, ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში, სადაც დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად 30-სართულიანი მშენებარე შენობა ჩამოინგრა, დაღუპულთა რაოდენობა 29-მდე გაიზარდა, ნანგრევების ქვეშ კი ათობით მუშა რჩება.

შეგახსენებთ, პარასკევს, 28 მარტს, მიანმარში ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის შეფასებით, პირველი მიწისძვრის სიმძლავრე 7.7 მაგნიტუდა იყო, მეორე კი - 6.4. მმართველმა სამხედრო ხუტამ ქვეყანაში ხუთდღიანი გლოვა გამოაცხადა. მიანმარში მომხდარი მიწისძვრის ბიძგებმა მეზობელ ტაილანდამდე და სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთამდე მიაღწია.



მსგავსი სიახლეები

04-05-2026 17:52

ევროპული დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო კვირების განმავლობაში კრემლში უპრეცედენტო სიმკაცრის უსაფრთხოების ზომები იქნა მიღებული, რადგან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაძლო გადატრიალებას ან მკვლელობის მცდელობას ელოდება. ეს და სხვა სენსიტიური დეტალები აღწერილია მოხსენებაში, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის სადაზვერვო სააგენტომ მოამზადა. გამოცემა „Важные истории“-ს (Important Stories) ჟურნალისტებმა, რომლებიც OCCRP-ის დიდი ხნის პარტნიორები არიან, დოკუმენტი სააგენტოსთან დაახლოებული სამთავრობო წყაროსგან მიიღეს და მასში მოყვანილი რამდენიმე მტკიცებულება დამოუკიდებლად გადაამოწმეს.

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე