ავღანეთში 6.3 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა და 320-მდე დაშავდა

ავღანეთში 6.3 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა და 320-მდე დაშავდა

03-11-2025 13:36
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 531

ავღანეთში მომხდარი 6.3 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ მაზარ-ე-შარიფთან ახლოს, 28 კმ სიღრმეზე დაფიქსირდა.

ავღანეთის „თალიბანის“ მთავრობის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის, შარფატ ზამანის თქმით, დაღუპულთა რიცხვი, სულ მცირე, 20-ს შეადგენს, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 320-ს აღწევს. ოფიციალური პირების განცხადებით, დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა, შესაძლოა, გაიზარდოს, რადგან სამაშველო ჯგუფები ყველაზე დაზარალებული პროვინციების - ბალხისა და სამანგანის - შორეულ სოფლებში ჩადიან.

ბალხის პროვინციის პრესსპიკერის, ჰაჯი ზაიდის თქმით, მიწისძვრამ მაზარ-ე-შარიფის სალოცავის, ლურჯი მეჩეთის ნაწილი დააზიანა.

მეჩეთი ავღანეთის ერთ-ერთ უწმინდეს ადგილად ითვლება და ითვლება და ის მე-15 საუკუნეშია აშენებული.



მსგავსი სიახლეები

04-05-2026 17:52

ევროპული დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო კვირების განმავლობაში კრემლში უპრეცედენტო სიმკაცრის უსაფრთხოების ზომები იქნა მიღებული, რადგან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაძლო გადატრიალებას ან მკვლელობის მცდელობას ელოდება. ეს და სხვა სენსიტიური დეტალები აღწერილია მოხსენებაში, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის სადაზვერვო სააგენტომ მოამზადა. გამოცემა „Важные истории“-ს (Important Stories) ჟურნალისტებმა, რომლებიც OCCRP-ის დიდი ხნის პარტნიორები არიან, დოკუმენტი სააგენტოსთან დაახლოებული სამთავრობო წყაროსგან მიიღეს და მასში მოყვანილი რამდენიმე მტკიცებულება დამოუკიდებლად გადაამოწმეს.

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე