BBC - ჰააგაში ანტიიმიგრაციული დემონსტრაციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებების დროს 30 ადამიანი დააკავეს

BBC - ჰააგაში ანტიიმიგრაციული დემონსტრაციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებების დროს 30 ადამიანი დააკავეს

1 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 81

ჰააგაში ანტიიმიგრაციული დემონსტრაციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებების დროს 30 ადამიანი დააკავეს და ორი პოლიციელი დაშავდა, - ინფორმაციას BBC-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ნიდერლანდული საინფორმაციო სააგენტო ANP-ის ცნობით, 1500-მდე ადამიანმა ქალაქის გადამკვეთი გზატკეცილი გადაკეტა, მომიტინგეებმა პოლიციას ქვები და ბოთლები დაუშინეს და პოლიციის ავტომობილს ცეცხლი წაუკიდეს.

პოლიციამ აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.

პრემიერ-მინისტრმა დიკ შუფიმ განაცხადა, რომ გმობს „უსირცხვილო ძალადობის შოკისმომგვრელ და უცნაურ კადრებს“ და რომ ეს „სრულიად მიუღებელია“.

საპროტესტო აქციის მონაწილეები მიგრაციის პოლიტიკის გამკაცრებას და თავშესაფრის მაძიებლების მიმართ მკაცრი ზომების გატარებას მოითხოვდნენ.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე