ბელარუსმა, დონალდ ტრამპსა და ალექსანდრე ლუკაშენკოს შორის მიღწეული შეთანხმების ფარგლებში, უკრაინის 31 მოქალაქე შეიწყალა

ბელარუსმა, დონალდ ტრამპსა და ალექსანდრე ლუკაშენკოს შორის მიღწეული შეთანხმების ფარგლებში, უკრაინის 31 მოქალაქე შეიწყალა

2 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 135

ბელარუსმა, აშშ-ისა და ბელარუსის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპსა და ალექსანდრე ლუკაშენკოს შორის მიღწეული შეთანხმების ფარგლებში, უკრაინის 31 მოქალაქე შეიწყალა, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

„პრეზიდენტმა შეიწყალა უკრაინის 31 მოქალაქე, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს“, - განუცხადა ლუკაშენკოს პრესმდივანმა, ნატალია ეისმონტმა სახელმწიფო ტელევიზიას.

მისი თქმით, შეწყალება, რომელიც უკრაინამ მოითხოვა, „აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს შორის მიღწეული შეთანხმებების“ შედეგი იყო.

შეგახსენებთ, ტრამპმა ბელარუსს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდა, სანაცვლოდ, ვაშინგტონმა ნაწილობრივ მოხსნა ბელარუსის სახელმწიფო გადამზიდავ „ბელავიასთვის“ დაწესებული სანქციები, რამაც მას საშუალება მისცა, მომსახურება გაეწია და შეეძინა ნაწილები თავისი ფლოტისთვის, მათ შორის „ბოინგის“ თვითმფრინავებისთვის.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე