ალექსანდრ ლუკაშენკომ უკრაინის 31 მოქალაქე შეიწყალა, – ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსის სახელმწიფო სააგენტო „ბელტა“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, შეწყალებული პირები სამშობლოში ამ წუთებში ბრუნდებიან.
ალექსანდრ ლუკაშენკოს პრესმდივნის, ნატალია ეისმონტის თქმით, შეწყალება მოხდა „ალექსანდრ ლუკაშენკოსა და დონალდ ტრამპს შორის მიღწეული შეთანხმებების ფარგლებში“, ასევე „მეზობელ სახელმწიფოში შეიარაღებული კონფლიქტის მოგვარების პირობების შექმნის მიზნით“.
უკრაინულ მხარეს ბელარუსიდან პატიმრების გადაცემაზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.