ბელგიაში, ნატო-ს ბაზისა და აეროპორტების თავზე დრონები შენიშნეს - ბრიუსელის და ლიეჟის აეროპორტებში ფრენები დროებით შეჩერდა

ბელგიაში, ნატო-ს ბაზისა და აეროპორტების თავზე დრონები შენიშნეს - ბრიუსელის და ლიეჟის აეროპორტებში ფრენები დროებით შეჩერდა

2 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 99

ბელგიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ნატოს კლაინე ბროგელის საჰაერო ბაზის მახლობლად უცნობი დრონები დააფიქსირეს.

მედიის ინფორმაციით, ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა საჰაერო ბაზის მახლობლად სულ მცირე ექვსი უპილოტო საფრენი აპარატი შენიშნეს.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, პოლიციამ ორი დრონი შენიშნა.

„ჯერ კიდევ ძალიან ბუნდოვანია, რადგან სამხედროებმაც კი ვერ შეძლეს ამ დრონების იდენტიფიცირება“, - განაცხადეს ადგილობრივმა ხელისუფლებამ. ადგილზე პოლიციის ვერტმფრენი გამოიძახეს, რათა, საჭიროების შემთხვევაში, უპილოტო საფრენი აპარატები მოეგერიებინათ.

ამასთან, დრონების დაფიქსირების გამო, გუშინ საღამოს ბრიუსელის აეროპორტში საჰაერო მოძრაობა ორჯერ შეჩერდა. შეზღუდვები ლიეჟის აეროპორტშიც დაწესდა.

შეგახსენებთ, 2 ნოემბერს კლაინე ბროგელის საჰაერო ბაზის თავზე უცნობი დრონები ორჯერ შენიშნეს.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე