Bild  - ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი 25 დღეა საჯაროდ არ გამოჩენილა

Bild - ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი 25 დღეა საჯაროდ არ გამოჩენილა

7 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 160

ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი 25 დღეა საჯაროდ არ გამოჩენილა. ჭორები ვრცელდება, ის შესაძლოა მძიმედ არის ავად ან უკვე გარდაიცვალა - ამის შესახებ გამოცემა Bild წერს.

გამოცემის ცნობით, ბოლო პერიოდის განმავლობაში მან ხალხს მხოლოდ ორჯერ მიმართა ვიდეომიმართვით. ეს საკმაოდ იშვიათი მოვლენაა, რადგან ხამენეი, როგორც წესი, მნიშვნელოვან რელიგიურ ცერემონიებს სისტემატიურად ესწრება.

როგორც Bild აღნიშნავს, ირანში სხვადასხვა ჭორები ვრცელდება, მაგალითად, რომ ის მძიმედ არის ავად ან უკვე გარდაიცვალა.

გამოცემის ცნობით, მას შემდეგ, რაც ისრაელმა 13 ივნისს ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმები დაიწყო, ხამენეი მიწისქვეშა თავშესაფარში იმალებოდა



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე