ბრიანსკის ოლქში ხიდის ჩამონგრევის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა და 70-მდე დაშავდა

ბრიანსკის ოლქში ხიდის ჩამონგრევის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა და 70-მდე დაშავდა

01-06-2025 13:21
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 891

რუსეთის ბრიანსკის ოლქში ხიდი, რომელზეც ავტომობილები იმყოფებოდნენ, ჩამოინგრა, რის შედეგადაც 7 ადამიანი დაიღუპა და 70-მდე დაშავდა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ხიდის ჩამონგრევის დროს, ხიდის ქვეშ სამგზავრო მატარებელი გადიოდა.

რეგიონის გუბერნატორმა, ალექსანდრე ბოგომაზმა ტელეარხ „როსია 24“-ის ეთერში განაცხადა, რომ მომხდარის მიზეზი აფეთქება გახდა.

მისივე ინფორმაციით, მატარებელში, რომელიც ხიდის ქვეშ გადიოდა 388 მგზავრი იმყოფებოდა.



მსგავსი სიახლეები

04-05-2026 17:52

ევროპული დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო კვირების განმავლობაში კრემლში უპრეცედენტო სიმკაცრის უსაფრთხოების ზომები იქნა მიღებული, რადგან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაძლო გადატრიალებას ან მკვლელობის მცდელობას ელოდება. ეს და სხვა სენსიტიური დეტალები აღწერილია მოხსენებაში, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის სადაზვერვო სააგენტომ მოამზადა. გამოცემა „Важные истории“-ს (Important Stories) ჟურნალისტებმა, რომლებიც OCCRP-ის დიდი ხნის პარტნიორები არიან, დოკუმენტი სააგენტოსთან დაახლოებული სამთავრობო წყაროსგან მიიღეს და მასში მოყვანილი რამდენიმე მტკიცებულება დამოუკიდებლად გადაამოწმეს.

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე