ბრიტანეთის ქალაქებში მიგრაციის საწინააღმდეგო მასშტაბური ძალადობრივი აქციების გამო ქვეყნის მთავრობამ საგანგებო შეხვედრა გამართა

ბრიტანეთის ქალაქებში მიგრაციის საწინააღმდეგო მასშტაბური ძალადობრივი აქციების გამო ქვეყნის მთავრობამ საგანგებო შეხვედრა გამართა

პოსტი ნახა: 1143

ბრიტანეთის ქალაქებში მიგრაციის საწინააღმდეგო მასშტაბური ძალადობრივი აქციების გამო ქვეყნის მთავრობამ საგანგებო შეხვედრა გამართა.

ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ივეტ კოპერი აქციებში მონაწილე მოქალაქეებს, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს, პასუხისმგებლობით დაემუქრა.

„ვნახეთ კრიმინალური ძალადობისა და ყაჩაღობის სამარცხვინო სცენები ჩვენს ზოგიერთ ქალაქში. არ არსებობს ასეთი სახის საქციელის გამართლება; პოლიციელებისთვის აგურის სროლა, მეჩეთებზე თავდასხმა, მაღაზიების ძარცვა – ეს იყო აბსოლუტური სამარცხვინო, კრიმინალური საქციელი და ნათლად უნდა ვთქვათ, ანგარიშსწორება იქნება. ეს დამნაშავეები გადაიხდიან ფასს. უკვე ასობით დაკავებულია. ასევე, აშკარად არის საკითხები სოციალური მედიის ირგვლივ: სოციალური მედია მოქმედებდა, როგორც გამაძლიერებელი დეზინფორმაციის გავრცელების, ასევე ამ ძალადობის ორგანიზების კუთხით. სოციალური მედიის კომპანიებმა უნდა აიღონ გარკვეული პასუხისმგებლობა, ჩვენ ასევე უნდა დავრწმუნდეთ, რომ კრიმინალური აქტივობა ონლაინ რეჟიმში დასჯადია. ვფიქრობ, ნამდვილად მნიშვნელოვანია, არცერთმა ჩვენგანმა არ დაივიწყოს, რომ ავაზაკების ეს უმცირესობა არ ლაპარაკობს ბრიტანეთის სახელით“, – განაცხადა ივეტ კოპერმა.

ცნობისთვის, არეულობა დიდი ბრიტანეთის ქალაქებში საუთპორტში მომხდარ ინციდენტს უკავშირდება, რა დროსაც არასრულწლოვანი ცივი იარაღით თავს დაესხა საბავშვო საცეკვაო სკოლის მიერ ორგანიზებული ღონისძიების მონაწილეებს. მოკლულია სამი მცირეწლოვანი გოგო. კიდევ რვა ბავშვი დაშავდა.

ბოროტმოქმედი 17 წლის კარდიფში დაბადებული ახალგაზრდაა, რომელიც წარმომავლობით რუანდიდანაა. მომხდარის შემდეგ დიდი ბრიტანეთის არაერთ ქალაქში მიგრანტების საწინააღმდეგო აქციები დაიწყო.



მსგავსი სიახლეები

04-05-2026 17:52

ევროპული დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო კვირების განმავლობაში კრემლში უპრეცედენტო სიმკაცრის უსაფრთხოების ზომები იქნა მიღებული, რადგან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაძლო გადატრიალებას ან მკვლელობის მცდელობას ელოდება. ეს და სხვა სენსიტიური დეტალები აღწერილია მოხსენებაში, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის სადაზვერვო სააგენტომ მოამზადა. გამოცემა „Важные истории“-ს (Important Stories) ჟურნალისტებმა, რომლებიც OCCRP-ის დიდი ხნის პარტნიორები არიან, დოკუმენტი სააგენტოსთან დაახლოებული სამთავრობო წყაროსგან მიიღეს და მასში მოყვანილი რამდენიმე მტკიცებულება დამოუკიდებლად გადაამოწმეს.

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე