ბრიუსელის აეროპორტმა, კიბერშეტევის გამო, 44 ავიარეისი გააუქმა ან გადაამისამართა

ბრიუსელის აეროპორტმა, კიბერშეტევის გამო, 44 ავიარეისი გააუქმა ან გადაამისამართა

2 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 94

ბრიუსელის აეროპორტში, გარე მომსახურების მიმწოდებელზე განხორციელებული კიბერშეტევის შედეგად, 44 ავიარეისი გაუქმდა ან გადამისამართდა, - ბელგიური მედიის ცნობით, ინფორმაცია აეროპორტის პრესსპიკერმა დაადასტურა.

გრძელი რიგების თავიდან ასაცილებლად, ავიაკომპანიებს თავდაპირველად დღის დაგეგმილი 257 რეისიდან ნახევრის გაუქმება სთხოვეს. საბოლოოდ, 38 გაუქმდა, ხოლო 6 გადამისამართდა.

მედიის ინფორმაციით, შეფერხებების აღმოსაფხვრელად, დამატებითი პერსონალი დაიქირავეს, თუმცა პრობლემები ოპერაციებზე კვლავაც იმოქმედებს, რადგან რეგისტრაცია ხელით უნდა განხორციელდეს და აეროპორტი ხანგრძლივ ლოდინსა და შეფერხებებს ელის.

აეროპორტის ადმინისტრაცია მგზავრებს ურჩევს, რომ თავიანთი რეისის სტატუსი ავიაკომპანიასთან შეამოწმონ და აეროპორტში მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოცხადდნენ, თუ მათი რეისი დადასტურებულია.

ცნობისთვის, ბრიუსელსა და რამდენიმე სხვა ევროპულ აეროპორტს, პარასკევს საღამოდან ტექნიკური პრობლემები აქვთ რეგისტრაციისა და ჩასხდომის სისტემებთან დაკავშირებით, რაც გარე მომსახურების მიმწოდებელზე, ამერიკულ კომპანია Collins Aerospace-ზე განხორციელებული კიბერშეტევით არის გამოწვეული.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე