ბუდაპეშტის აეროპორტში ძლიერი ქარიშხლის გამო ფრენები გაუქმდა

ბუდაპეშტის აეროპორტში ძლიერი ქარიშხლის გამო ფრენები გაუქმდა

08-07-2025 01:17
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 386

ბუდაპეშტის აეროპორტში ძლიერი ქარიშხლის გამო ფრენები გაუქმდა. მედიის ცნობით, ქარიშხალმა საფრენი ბილიკები დააზიანა, შესაბამისად აეროპორტი დროებით დაიხურა. ამის შესახებ განცხადებას ბუდაპეშტის აეროპორტის წარმომადგენელი, კატალინ ვალენტინი ავრცელებს.

„ძალიან ძლიერი ქარიშხალი დაატყდა დედაქალაქს სწორედ აეროპორტთან ახლოს. ქარი 120 კილომეტრს აღწევდა და სეტყვაც იყო“, – აღნიშნავს აეროპორტის წარმომადგენელი.

გავრცლებული ინფორმაციით, ქარიშხლის შედეგად არავინ დაშავებულა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე