CBS - უკრაინა აშშ-ის შეთავაზებულ „სამშვიდობო გეგმას“ დათანხმდა

CBS - უკრაინა აშშ-ის შეთავაზებულ „სამშვიდობო გეგმას“ დათანხმდა

2 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო RSS
პოსტი ნახა: 167

უკრაინა აშშ-ის შეთავაზებულ „სამშვიდობო გეგმას“ დათანხმდა, - ინფორმაციას CBS News-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ უკრაინის მთავრობამ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებულ „სამშვიდობო გეგმაზე“ თანხმობა განაცხადა, თუმცა „უმნიშვნელო დეტალებზე“ შეთანხმება ჯერ კიდევ მისაღწევია.

„უკრაინელებმა სამშვიდობო შეთანხმებაზე თანხმობა განაცხადეს. რამდენიმე უმნიშვნელო დეტალია დარჩენილი, რომელიც უნდა დაზუსტდეს, თუმცა ისინი სამშვიდობო შეთანხმებას დათანხმდნენ“, - განაცხადა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.

ასევე, გამოცემის ცნობით, დღეს აშშ-ის არმიის მდივანი, დენ დრისკოლი აბუ-დაბიში რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებს შეხვდა.

„მდივანი დრისკოლი ოპტიმისტურად არის განწყობილი. იმედია რუსებისგან პასუხს მალე მივიღებთ“, - განუცხადა გამოცემას ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე