კონსერვატორი კომენტატორის, ჩარლი კირკის მკვლელობაში ბრალდებული ტაილერ რობინსონი სასამართლო პროცესს დისტანციურად დაესწრო.
რობინსონმა პროცესზე მხოლოდ თავისი სახელი და გვარი წარმოთქვა: „ტაილერ ჯეიმს რობინსონი“.
მოსამართლემ ტაილერ რობინსონს მისი უფლებები და მის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდებები განუმარტა, რის შემდეგაც იუტას ოლქის პროკურორმა ისაუბრა და განაცხადა, რომ ბრალდებულის სიკვდილით დასჯას მოითხოვს.
პროცესზე განმარტეს, რომ ამჟამად ტაილერ რობინსონს იურიდიული წარმომადგენლობა არ ჰყავს.
შემდეგი სასამართლო პროცესი 29 სექტემბერს გაიმართება.
ცნობისთვის, 22 წლის ტაილერ რობინსონს ბრალად ედება 10 სექტემბერს კონსერვატორი კომენტატორის, ჩარლი კირკის მკვლელობა. ის მომხდარიდან 33 საათის შემდეგ დააკავეს.
ჩარლი კირკის მკვლელობაში ბრალდებულ ტაილერ რობინსონს ბრალი შვიდი დანაშაულისთვის წაუყენეს. წაყენებულ ბრალდებებს შორისაა დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობა, ცეცხლსასროლი იარაღის გადატანა და გამოყენება, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა, მოწმეებზე ზემოქმედება და ძალადობრივი დანაშაულის ბავშვების თანდასწრებით ჩადენა.
იუტის ოლქის პროკურორის, ჯეფ გრეის განცხადებით, ჩამოთვლილი დანაშაულები საკმარისია იმისთვის, რომ ტაილერ რობინსონის სიკვდილით დასჯა მოითხოვოს.