ჩინეთი აშშ-დან იმპორტირებულ საქონელზე 34%-იან, საპასუხო ტარიფებს აწესებს

ჩინეთი აშშ-დან იმპორტირებულ საქონელზე 34%-იან, საპასუხო ტარიფებს აწესებს

04-04-2025 17:36
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 799

ჩინეთმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატებიდან იმპორტირებულ ყველა საქონელზე 34%-იან, საპასუხო ტარიფებს დააწესებს, - ინფორმაციას CNN-ი ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს სატარიფო კომისიის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საპასუხო ტარიფები 10 აპრილიდან შევა ძალაში.

„აშშ-ის ეს პრაქტიკა არ შეესაბამება საერთაშორისო სავაჭრო წესებს, სერიოზულად უთხრის ძირს ჩინეთის ლეგიტიმურ უფლებებსა და ინტერესებს და ტიპური ცალმხრივი ბულინგის პრაქტიკაა“, - ნათქვამია კომისიის განცხადებაში.

შეგახსენებთ, ოთხშაბათს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-ში იმპორტირებულ ყველა სახის ჩინურ საქონელზე დამატებითი 34%-იანი ტარიფები გამოაცხადა.



მსგავსი სიახლეები

04-05-2026 17:52

ევროპული დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო კვირების განმავლობაში კრემლში უპრეცედენტო სიმკაცრის უსაფრთხოების ზომები იქნა მიღებული, რადგან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაძლო გადატრიალებას ან მკვლელობის მცდელობას ელოდება. ეს და სხვა სენსიტიური დეტალები აღწერილია მოხსენებაში, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის სადაზვერვო სააგენტომ მოამზადა. გამოცემა „Важные истории“-ს (Important Stories) ჟურნალისტებმა, რომლებიც OCCRP-ის დიდი ხნის პარტნიორები არიან, დოკუმენტი სააგენტოსთან დაახლოებული სამთავრობო წყაროსგან მიიღეს და მასში მოყვანილი რამდენიმე მტკიცებულება დამოუკიდებლად გადაამოწმეს.

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე