ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჩინეთი „ძალიან შეშფოთებულია“ ირანზე ისრაელის თავდასხმის შესაძლო „მძიმე შედეგებით“.
„ჩინეთი ეწინააღმდეგება ირანის სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის ნებისმიერ ხელყოფას და ეწინააღმდეგება ქმედებებს, რომლებიც დაძაბულობის ესკალაციას ან კონფლიქტის გაფართოებას იწვევს. რეგიონში დაძაბულობის უეცარი ხელახალი გამწვავება არავის ინტერესებში არ შედის“, - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ლინ ცზიანმა.
მისი თქმით, ჩინეთი მხარეებს მოუწოდებს, მეტი გააკეთონ რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობისა და სიტუაციის შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად.
„ჩინეთი მზადაა, კონსტრუქციული როლი შეასრულოს სიტუაციის დეესკალაციაში“, - აღნიშნა ლინ ცზიანმა.