დენის შმიგალი უკრაინის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა, - ამის შესახებ ინფორმაციას დენის შმიგალი „ტელეგრამის“ არხზე ავრცელებს.
დენის შმიგალმა უკრაინის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ უკრაინის უმაღლეს რადას აცნობა.
„გთხოვთ, პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ჩემი თხოვნა მიიღოთ. მადლობა ჩვენს დამცველებს, რომლებიც ფრონტსა და უკრაინას იცავენ. მადლობა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ნდობისთვის“, - წერს დენის შმიგალი.
შეგახსენებთ, გუშინ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ქვეყნის პირველ ვიცე-პრემიერს, ეკონომიკის მინისტრს, იულია სვირიდენკოს პრემიერ-მინისტრის პოსტი შესთავაზა.
მოგვიანებით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ „დენის შმიგალის კოლოსალური გამოცდილება თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ნამდვილად სასარგებლო იქნება“.