რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების უპრეცედენტო რაოდენობას არანაირი ეფექტი არ ჰქონია, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ზოგადად, ალბათ, ერთი რამის თქმა შეიძლება, რომ ბოლო, თითქმის ოთხი წლის განმავლობაში, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ამ უპრეცედენტო რაოდენობას არანაირი ეფექტი არ ჰქონია. ისინი აბსოლუტურად უსარგებლო აღმოჩნდა რუსეთზე ზეწოლის თვალსაზრისით“, - განაცხადა პესკოვმა.
მისი მტკიცებით, უკრაინა და ევროპა ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ აშშ-ს თავს მოახვიონ სანქციების შესახებ წინადადება.
„სანქციები არის დღის წესრიგი, რომელსაც გულმოდგინედ უჭერენ მხარს კიევის რეჟიმი და ასევე ევროპული ქვეყნები. რა თქმა უნდა, ისინი ყველაფერს აკეთებენ, რათა ვაშინგტონი თავიანთ ორბიტაზე მიიზიდონ და ეს სანქციები თავს მოახვიონ“, - აღნიშნა პესკოვმა.