დიმიტრი პესკოვი - უკრაინისთვის Tomahawk-ების გადაცემას რუსეთი შესაბამის პასუხს გასცემს

დიმიტრი პესკოვი - უკრაინისთვის Tomahawk-ების გადაცემას რუსეთი შესაბამის პასუხს გასცემს

02-10-2025 16:11
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 744

უკრაინისთვის Tomahawk-ების გადაცემას რუსეთი შესაბამის პასუხს გასცემს, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. კითხვაზე, თუ როგორ უპასუხებს რუსეთი უკრაინისთვის Tomahawk-ის რაკეტების გადაცემას, პესკოვმა უპასუხა, რომ „შესაბამისად“.

ამასთან, კრემლის პრესსპიკერი The Wall Street Journal-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც აშშ უკრაინას რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით დარტყმებისთვის სადაზვერვო ინფორმაციას მიაწვდის.

„ეს მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციაა, თუმცა გამოცდილება აჩვენებს, რომ მსგავსი ინფორმაცია არსაიდან არ ჩნდება. ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას ონლაინ რეჟიმში მუდმივად უზიარებს“, - აღნიშნა პესკოვმა.



მსგავსი სიახლეები

04-05-2026 17:52

ევროპული დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო კვირების განმავლობაში კრემლში უპრეცედენტო სიმკაცრის უსაფრთხოების ზომები იქნა მიღებული, რადგან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაძლო გადატრიალებას ან მკვლელობის მცდელობას ელოდება. ეს და სხვა სენსიტიური დეტალები აღწერილია მოხსენებაში, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის სადაზვერვო სააგენტომ მოამზადა. გამოცემა „Важные истории“-ს (Important Stories) ჟურნალისტებმა, რომლებიც OCCRP-ის დიდი ხნის პარტნიორები არიან, დოკუმენტი სააგენტოსთან დაახლოებული სამთავრობო წყაროსგან მიიღეს და მასში მოყვანილი რამდენიმე მტკიცებულება დამოუკიდებლად გადაამოწმეს.

04-05-2026 17:07

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. ინფორმაციას სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ავრცელებს. „გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან ერთად დღეს გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დეკლარაციით, ვხსნით ახალ და პერსპექტიულ თავს გაერთიანებულ სამეფოსა და სომხეთს შორის ურთიერთობებში, რომელიც საერთო ღირებულებებსა და გაძლიერებულ თანამშრომლობაზეა აგებული“, - აცხადებს ფაშინიანი.

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე