რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან საუბრისას კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსეთის ფედერაცია დაინტერესებულია ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნების მიღწევით და უმჯობესია, რომ ეს პოლიტიკური და დიპლომატიური გზებით გახდეს შესაძლებელი, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„საუბრის დროს პრეზიდენტმა პუტინმა გაიმეორა, რომ ჩვენ დაინტერესებულები ვართ იმით, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნებს მივაღწიოთ და უმჯობესია, ეს პოლიტიკური და დიპლომატიური საშუალებებით განხორციელდეს“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.