დომინიკის რესპუბლიკაში ღამის კლუბის ჩამონგრევას 79 ადამიანი ემსხვერპლა

დომინიკის რესპუბლიკაში ღამის კლუბის ჩამონგრევას 79 ადამიანი ემსხვერპლა

09-04-2025 11:12
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 875

დომინიკის რესპუბლიკის დედაქალაქ სანტო დომინგოში, ღამის კლუბში სახურავის ჩამონგრევის შედეგად 79 ადამიანი დაიღუპა და 150-ზე მეტი დაშავდა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ინციდენტი ღამის კლუბ ჯეტ სეტში პოპულარული მომღერლის, რუბი პერესის კონცერტზე მოხდა.

ღამის კლუბში ასობით ადამიანი იმყოფებოდა და 400-მდე მაშველი ნანგრევებში მოყოლილების გადასარჩენად სამაშველო სამუშაოებს აგრძელებს. არსებობს შიში, რომ დაღუპულთა რიცხვი კიდევ გაიზრდება. რუბი პერესის ქალიშვილის თქმით, ნანგრევებში ჩარჩენილთა შორის მისი მამაცაა.

გადაუდებელი ოპერაციების ცენტრის დირექტორმა, ხუან მანუელ მენდესმა იმედი გამითქვა, რომ ჩამონგრეული სახურავის ქვეშ მოქცეული ადამიანებიდან ბევრი ჯერ კიდევ ცოცხალია.



მსგავსი სიახლეები

04-05-2026 17:52

ევროპული დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო კვირების განმავლობაში კრემლში უპრეცედენტო სიმკაცრის უსაფრთხოების ზომები იქნა მიღებული, რადგან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაძლო გადატრიალებას ან მკვლელობის მცდელობას ელოდება. ეს და სხვა სენსიტიური დეტალები აღწერილია მოხსენებაში, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის სადაზვერვო სააგენტომ მოამზადა. გამოცემა „Важные истории“-ს (Important Stories) ჟურნალისტებმა, რომლებიც OCCRP-ის დიდი ხნის პარტნიორები არიან, დოკუმენტი სააგენტოსთან დაახლოებული სამთავრობო წყაროსგან მიიღეს და მასში მოყვანილი რამდენიმე მტკიცებულება დამოუკიდებლად გადაამოწმეს.

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე