დონალდ ტრამპი ჩინეთისთვის ტარიფს 125%-მდე ზრდის, ხოლო სხვა ქვეყნებისთვის 90 დღით აპაუზებს

დონალდ ტრამპი ჩინეთისთვის ტარიფს 125%-მდე ზრდის, ხოლო სხვა ქვეყნებისთვის 90 დღით აპაუზებს

09-04-2025 21:57
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 956

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სხვა ქვეყნებისთვის ტარიფების შემოღებას 90 დღით აპაუზებს, ჩინეთისთვის კი 125%-მდე ზრდის. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პლატფორმა Truth Social-ზე წერს.

“უპატივცემლობის გამო, რომელიც ჩინეთმა მსოფლიო ბაზარს აჩვენა, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ჩინეთზე დაწესებულ ტარიფებს 125%-მდე ვზრდი, რაც დაუყოვნებლივ შევა ძალაში. გარკვეულ მომენტში, იმედია უახლოს მომავალში, ჩინეთი გაიაზრებს, რომ აშშ-ის ან სხვა ქვეყნების ძარცვა აღარ არის მდგრადი ან მისაღები.

მეორე მხრივ, იმ ფაქტზე დაყრდნობით, რომ 75-ზე მეტი ქვეყანა დაუკავშირდა შეერთებული შტატების წარმომადგენლებს, მათ შორის ვაჭრობისა და ხაზინის დეპარტამენტებს და შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენელს, რათა მოელაპარაკათ გამოსავალზე ვაჭრობასთან, სავაჭრო ბარიერებთან, ტარიფებთან, ვალუტით მანიპულაციის და არაფულადი ტარიფების საკითხებზე, და ამ ქვეყნებს, ჩემი ვარაუდით, არ უპასუხიათ რაიმე გზით, სახით, ან ფორმით შეერთებული შტატების წინააღმდეგ, თანხმობა გავეცი 90-დღიან პაუზასა და საგრძნობლად დაწეულ საპასუხო ტარიფებზე ამ პერიოდში, 10%-ით, რაც ასევე დაუყოვნებლივ შევა ძალაში,” - წერს ტრამპი.



მსგავსი სიახლეები

04-05-2026 17:52

ევროპული დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო კვირების განმავლობაში კრემლში უპრეცედენტო სიმკაცრის უსაფრთხოების ზომები იქნა მიღებული, რადგან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაძლო გადატრიალებას ან მკვლელობის მცდელობას ელოდება. ეს და სხვა სენსიტიური დეტალები აღწერილია მოხსენებაში, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის სადაზვერვო სააგენტომ მოამზადა. გამოცემა „Важные истории“-ს (Important Stories) ჟურნალისტებმა, რომლებიც OCCRP-ის დიდი ხნის პარტნიორები არიან, დოკუმენტი სააგენტოსთან დაახლოებული სამთავრობო წყაროსგან მიიღეს და მასში მოყვანილი რამდენიმე მტკიცებულება დამოუკიდებლად გადაამოწმეს.

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე