დონალდ ტრამპი და მარკო რუბიო კანადაში ვიზიტს დროზე ადრე წყვეტენ და აშშ-ში ბრუნდებიან

დონალდ ტრამპი და მარკო რუბიო კანადაში ვიზიტს დროზე ადრე წყვეტენ და აშშ-ში ბრუნდებიან

5 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 257

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი კანადას, სადაც „დიდი შვიდეულის“ სამიტი მიმდინარეობს, ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების გამო დაგეგმილზე ადრე ტოვებს და ვაშინგტონში ბრუნდება, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„უნდა დავბრუნდე. ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეიძლება მალე უნდა დავბრუნდე. აშკარა მიზეზების გამო დროზე ადრე უნდა დავბრუნდე. მნიშვნელოვანი საკითხია“, - აღნიშნა ტრამპმა.

კანადაში ვიზიტს წყვეტს და პრეზიდენტ ტრამპთან ერთად ვაშინგტონში ბრუნდება აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიოც.

თეთრი სახლის წარმომადგენელმა CNN-ს განუცხადა, რომ დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში ეროვნული უსაფრთხოების შტაბს სიტუაციურ ოთახში შეკრება დაავალა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე