დონალდ ტრამპი - ილონ მასკთან ერთად პრესკონფერენცია მექნება - ეს მისი ბოლო სამუშაო დღე იქნება

დონალდ ტრამპი - ილონ მასკთან ერთად პრესკონფერენცია მექნება - ეს მისი ბოლო სამუშაო დღე იქნება

30-05-2025 11:01
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 723

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ადასტურებს, რომ პარასკევი ილონ მასკის ბოლო სამუშაო დღე იქნება მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის (DOGE) ხელმძღვანელის თანამდებობაზე.

„ილონ მასკთან ერთად ოვალურ კაბინეტში პრესკონფერენცია მექნება. ეს მისი ბოლო დღე იქნება, თუმცა სინამდვილეში არა, რადგან ის ყოველთვის ჩვენთან იქნება და ყველანაირად დაგვეხმარება. ილონი შესანიშნავია!“,- წერს ტრამპი სოციალურ ქსელ Truth Social-ში.

შეგახსენებთ, ილონ მასკმა გუშინ განაცხადა, რომ მისი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის, თანამდებობაზე ყოფნის ვადა იწურება და მთავრობაში უსარგებლო ხარჯების შემცირების შესაძლებლობის მიცემისთვის ტრამპს მადლობა გადაუხადა.



მსგავსი სიახლეები

04-05-2026 17:52

ევროპული დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო კვირების განმავლობაში კრემლში უპრეცედენტო სიმკაცრის უსაფრთხოების ზომები იქნა მიღებული, რადგან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაძლო გადატრიალებას ან მკვლელობის მცდელობას ელოდება. ეს და სხვა სენსიტიური დეტალები აღწერილია მოხსენებაში, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის სადაზვერვო სააგენტომ მოამზადა. გამოცემა „Важные истории“-ს (Important Stories) ჟურნალისტებმა, რომლებიც OCCRP-ის დიდი ხნის პარტნიორები არიან, დოკუმენტი სააგენტოსთან დაახლოებული სამთავრობო წყაროსგან მიიღეს და მასში მოყვანილი რამდენიმე მტკიცებულება დამოუკიდებლად გადაამოწმეს.

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე