დონალდ ტრამპი - ინდოეთს არ ადარდებს, რამდენი ადამიანი იღუპება უკრაინაში რუსეთის სამხედრო მანქანის მიერ - ამიტომ, მნიშვნელოვნად გავზრდი ტარიფს, რომელსაც ინდოეთი აშშ-ს გადაუხდის

დონალდ ტრამპი - ინდოეთს არ ადარდებს, რამდენი ადამიანი იღუპება უკრაინაში რუსეთის სამხედრო მანქანის მიერ - ამიტომ, მნიშვნელოვნად გავზრდი ტარიფს, რომელსაც ინდოეთი აშშ-ს გადაუხდის

3 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 219

ინდოეთს არ ადარდებს, რამდენი ადამიანი იღუპება უკრაინაში რუსეთის სამხედრო მანქანის მიერ - ამიტომ, მნიშვნელოვნად გავზრდი ტარიფს, რომელსაც ინდოეთი აშშ-ს გადაუხდის, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს.

„ინდოეთი რუსულ ნავთობს არა მხოლოდ დიდი რაოდენობით ყიდულობს, არამედ შეძენილი ნავთობის დიდ ნაწილს დიდი მოგების სანაცვლოდ ღია ბაზარზე ყიდის. მათ არ ადარდებთ, რამდენი ადამიანი იღუპება უკრაინაში რუსეთის სამხედრო მანქანის მიერ. ამიტომ, მნიშვნელოვნად გავზრდი ტარიფს, რომელსაც ინდოეთი აშშ-ს გადაუხდის“, - წერს დონალდ ტრამპი.

შეგახსენებთ, გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ინდოეთს 25%-იანი ტარიფები და ჯარიმა დაუწესა. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნული ნაბიჯის ერთ-ერთ მიზეზად ინდოეთის მიერ რუსეთისგან სამხედრო აღჭურვილობისა და ნავთობის შესყიდვა დაასახელა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე