ირანთან ბირთვული შეთანხმების ფარგლებში ურანის გამდიდრებას არ დავუშვებთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს.
დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს „ირანი „გამდიდრებისგან“ დიდი ხნის წინ უნდა შეეჩერებინა“.
„პოტენციური შეთანხმების ფარგლებში ჩვენ ურანის გამდიდრებას არ დავუშვებთ!“ - წერს დონალდ ტრამპი.
ცნობისთვის, მანამდე სააგენტო Axios-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც, აშშ-მა ირანს ბირთვული შეთანხმების წინადადება გადასცა, რომელიც ირანის მიერ ურანის შეზღუდული რაოდენობით გამდიდრებას ითვალისწინებს.