დონალდ ტრამპი - ირანთან ბირთვული შეთანხმების მიღწევასთან ახლოს ვართ

დონალდ ტრამპი - ირანთან ბირთვული შეთანხმების მიღწევასთან ახლოს ვართ

31-05-2025 12:17
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 769

ირანთან ბირთვული შეთანხმების მიღწევასთან ახლოს ვართ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებს განუცხადა.

„ვფიქრობ, რომ ჩვენ ირანთან შეთანხმების მიღწევასთან საკმაოდ ახლოს ვართ. ვფიქრობ, ეს უახლოეს მომავალში მოხდება და შესანიშნავი იქნება, თუ შეთანხმებას მთელი ახლო აღმოსავლეთის დაბომბვის გარეშე მივაღწევთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ამასთან, მისი თქმით, ისრაელი და „ჰამასი“ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის „შეთანხმებასთან ახლოს არიან“.

„ისინი შეთანხმებასთან ახლოს არიან. ამის შესახებ დღეს ან ხვალ გაცნობებთ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.



მსგავსი სიახლეები

04-05-2026 17:52

ევროპული დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო კვირების განმავლობაში კრემლში უპრეცედენტო სიმკაცრის უსაფრთხოების ზომები იქნა მიღებული, რადგან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაძლო გადატრიალებას ან მკვლელობის მცდელობას ელოდება. ეს და სხვა სენსიტიური დეტალები აღწერილია მოხსენებაში, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის სადაზვერვო სააგენტომ მოამზადა. გამოცემა „Важные истории“-ს (Important Stories) ჟურნალისტებმა, რომლებიც OCCRP-ის დიდი ხნის პარტნიორები არიან, დოკუმენტი სააგენტოსთან დაახლოებული სამთავრობო წყაროსგან მიიღეს და მასში მოყვანილი რამდენიმე მტკიცებულება დამოუკიდებლად გადაამოწმეს.

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე