დონალდ ტრამპი - კოლორადოს გუბერნატორმა ჩემი მიზანმიმართულად დამახინჯებული პორტრეტი გამოფინა - ობამა შესანიშნავად გამოიყურება, ჩემი კი ნამდვილად ყველაზე ცუდია

დონალდ ტრამპი - კოლორადოს გუბერნატორმა ჩემი მიზანმიმართულად დამახინჯებული პორტრეტი გამოფინა - ობამა შესანიშნავად გამოიყურება, ჩემი კი ნამდვილად ყველაზე ცუდია

24-03-2025 16:24
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 1180

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი კოლორადოს შტატის გუბერნატორს, ჯარედ პოლისს მემარცხენე რადიკალს უწოდებს და მისი „განზრახ დამახინჯებული“ პორტრეტის გამოფენაში ადანაშაულებს.

„არავის მოსწონს საკუთარი თავის ცუდი სურათი ან ნახატი, მაგრამ ის, რომელიც კოლორადოში, შტატის კაპიტოლიუმში, გუბერნატორმა გამოფინა, ყველა სხვა პრეზიდენტების პორტრეტებთან ერთად, მიზანმიმართულად იყო დამახინჯებული იმ დონეზე, რაც მეც კი, ალბათ, აქამდე არასდროს მინახავს. მხატვარმა ასევე დახატა პრეზიდენტი ობამა და ის შესანიშნავად გამოიყურება, მაგრამ ჩემი ნამდვილად ყველაზე ცუდია“, - წერს ტრამპი სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე.

მისი თქმით, ურჩევნია საერთოდ არ ჰქონდეს პორტრეტი, ვიდრე აღნიშნული პორტრეტი ჰქონდეს.

„მან ალბათ დაკარგა თავისი ნიჭი ასაკის მატებასთან ერთად. ნებისმიერ შემთხვევაში, ბევრად მირჩევნია საერთოდ არ მქონდეს სურათი, ვიდრე ეს მქონდეს, მაგრამ კოლორადოდან ბევრმა დარეკა და მოიწერა საჩივრით. სინამდვილეში, ისინი გაბრაზებულები არიან ამაზე! მე მათი სახელით ვესაუბრები რადიკალ მემარცხენე გუბერნატორს, ჯარედ პოლისს, რომელიც უკიდურესად სუსტია კრიმინალთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ტრენ დე არაგუას მიმართ, რომელმაც პრაქტიკულად აიღო ავრორა (ნუ ინერვიულებთ, ჩვენ გადავარჩინეთ!), რომ ჩამოხსნას ის. ჯარედს საკუთარი თავის გამო უნდა რცხვენოდეს!“- წერს ტრამპი.



მსგავსი სიახლეები

04-05-2026 17:52

ევროპული დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო კვირების განმავლობაში კრემლში უპრეცედენტო სიმკაცრის უსაფრთხოების ზომები იქნა მიღებული, რადგან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაძლო გადატრიალებას ან მკვლელობის მცდელობას ელოდება. ეს და სხვა სენსიტიური დეტალები აღწერილია მოხსენებაში, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის სადაზვერვო სააგენტომ მოამზადა. გამოცემა „Важные истории“-ს (Important Stories) ჟურნალისტებმა, რომლებიც OCCRP-ის დიდი ხნის პარტნიორები არიან, დოკუმენტი სააგენტოსთან დაახლოებული სამთავრობო წყაროსგან მიიღეს და მასში მოყვანილი რამდენიმე მტკიცებულება დამოუკიდებლად გადაამოწმეს.

04-05-2026 17:07

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. ინფორმაციას სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ავრცელებს. „გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან ერთად დღეს გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დეკლარაციით, ვხსნით ახალ და პერსპექტიულ თავს გაერთიანებულ სამეფოსა და სომხეთს შორის ურთიერთობებში, რომელიც საერთო ღირებულებებსა და გაძლიერებულ თანამშრომლობაზეა აგებული“, - აცხადებს ფაშინიანი.

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე