დონალდ ტრამპი - მინდა, ეს ომი დასრულდეს, თუ კვირაში 7 000 ადამიანს სიკვდილისგან ვიხსნი, ვფიქრობ, საკმაოდ კარგია, მინდა ვცადო და სამოთხეში მოვხვდე

დონალდ ტრამპი - მინდა, ეს ომი დასრულდეს, თუ კვირაში 7 000 ადამიანს სიკვდილისგან ვიხსნი, ვფიქრობ, საკმაოდ კარგია, მინდა ვცადო და სამოთხეში მოვხვდე

2 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 137

მე მას ვუთხარი, რომ პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრას დავგეგმავთ და თქვენ და ის შეხვდებით ერთმანეთს, შემდეგ კი, ამ შეხვედრის შემდეგ, თუ ყველაფერი კარგად იქნება, კარგი, მე ვუხელმძღვანელებ და დავასრულებთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

„მაგრამ, იცით, ამ შემთხვევაში ტანგოს საცეკვაოდ ორი ადამიანია საჭირო. მათ რაღაც ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, უბრალოდ დიდ დროს ვკარგავთ. არ მინდა ასე მოვიქცე“, - აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, სურს, რომ ომი დასრულდეს.

„უბრალოდ მინდა, რომ ეს დასრულდეს. მინდა, რომ ეს დასრულდეს. იცით, ჩვენ არ ვკარგავთ ამერიკელების სიცოცხლეს. ჩვენ არ ვკარგავთ ამერიკელ ჯარისკაცებს. ჩვენ ვკარგავთ რუს და უკრაინელ, ძირითადად, ჯარისკაცებს. ზოგიერთ ადამიანს იმით, რადგან რაკეტები არასწორ წერტილებს ეცემა ან ისეთ ქალაქებში ისვრიან, როგორიცაა კიევი და სხვა ქალაქებია. მაგრამ იცით, თუ კვირაში 7000 ადამიანს სიკვდილისგან ვიხსნი, ვფიქრობ, ეს საკმაოდ კარგია. მინდა ვცადო და სამოთხეში მოვხვდე, თუ ეს შესაძლებელია“, - აღნიშნა ტრამპმა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე