დონალდ ტრამპი - რა ხდება რუსული დრონებით პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევაზე? - აბა, დავიწყეთ!

დონალდ ტრამპი - რა ხდება რუსული დრონებით პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევაზე? - აბა, დავიწყეთ!

2 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 116

რა ხდება რუსული დრონებით პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევაზე?, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პლატფორმა Truth Social-ზე წერს.

“რა ხდება რუსული დრონებით პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევაზე? აბა, დავიწყეთ!” - წერს ტრამპი.

შეგახსენებთ, დღეს დილით, რუსეთმა უკრაინაზე მასიური თავდასხმა განახორციელა, რა დროსაც რუსული დრონები პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრნენ.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის ცნობით, ქვეყნის საჰაერო სივრცეში დრონების 19 შეჭრა დაფიქსირდა და პოლონეთმა ნატო-ს მე-4 მუხლის ამოქმედება მოითხოვა.

რუსეთმა ბრალდებები უარყო. კრემლის პრესსპიკერმა თქვა, რომ „ევროკავშირისა და ნატო-ს ხელმძღვანელობა რუსეთს პროვოკაციების მოწყობაში ყოველდღიურად ადანაშაულებს“.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე